logo
ENG



პრემიერობის "მადლი" - დროება

29 მაი 202220:03
3 წუთის საკითხავი
 

დღევანდელი საქართველოს მმართველობის ტიპის იერარქიაში ყველას თავისი ადგილი აქვს. რელიგიური კულტის იერარქიის მსგავსად აქაც არის წარმოდგენილი, ის, ვისაც საერთოდ ვერ ხედავენ, მაგრამ მისი ყოფნა ყველგან იგრძნობა და ის არის მათი წილი ძალაუფლების წყარო. ამ კულტის თაყვანისცემის რიტუალი ითვალისწინებს უზენაესი ბიძინას უცდომელობის დოგმატიდან გამომდინარე მისი შეუმცდარობის რწმენას და არსებობის გამო მადლიერების ნაკადის უწყვეტ ფრქვევას. ეს დოგმატი იმდენად მკაცრად სრულდება, რომ საკმარისია მისმა უცდომელობა ბიძინამ მოციქულთა სწორის სტატუსით ვინმე აღჭურვოს, რომ მისდამი მადლიერების ფრქვევა ასევე ნაკურთხი საქციელია. ნუ აქ მაინც ზომიერებაა საჭირო, რადგან ის ხალხი აუცილებლად დაისჯება, ვინც იფიქრებს, რომ მაგალითად პრემიერისგან გადმოდის მადლი, და ვერ მიხვდება რომ მაგალითად გახარია, ან ღარიბაშვილი ამ მადლის მხოლოდ გამტარები არიან. დროებამ გადაწყვიტა თავისი მადლიერებაც შეეერთებინა თაყვანისმცემელთა ნაკადისთვის და მოამზადა სიუჟეტი სახელწოდებით - პრემიერობის მადლი.


close დახურვა